შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ექს პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. გადაწყვეტილება 11:30 საათზე გახდება ცნობილი.
1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. თუმცა, მოგვიანებით, სასჯელაღრულების სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების ინფორმაცია უარყო.
ცნობილია, რომ უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.