მეუფე იაკობის განცხადებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ის ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის ფაქტორია, რათა არ გაგრძელდეს საქართველოს ოკუპაცია.
,,მე ვფიქრობ ჩემი აზრია,ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმის,რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ. ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმება ხოლმე, ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება ის, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრების ნაწილი, აშშ-ში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
“გარედან ჩარევის პროცესები რომ იყოს, რომ დასრულდეს ეს გარედან ჩარევის პროცესები და მერწმუნეთ, რომ ეკლესია ძირითადი ქართული ვექტორიდან არ გადაუხვევს. დღეს ამერიკაში იმიტომ ვართ, რომ ამერიკა ჩვენი ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ წესიერი ურთიერთობებით და არა ტყუილებით და თამაშებით მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება საქართველოს.
ხედავთ რაც მიდის ეკლესიაზე საუბარი, პირადად ჩემი მისამართით რაც მიდის საუბარი უმეტესობა პატრიარქის მისამართით, თითოეული ჩვენგანის მისამართით არის ხოლმე ძირითადად ცილისწამება. ჩვენ ვერ გამოვალთ და თავის მართლებას ვერ დავიწყებთ იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ იესო არ იმართლებდა თავს”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა “კურიერთან” განაცხადა.