პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისში სპეცოპერაციის დროს დაღუპულ აჰმედ ჩატაევზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
სესიაშვილის თმიქთ, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არის და ყველას პასუხი გაეცემა. ხოლო ეჭვებზე და ვარაუდებზე “გამოძიება ვერ ისაუბრებს” და მათ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.
“ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. ეს ჩვენ ინტერესში შედის და პარლამენტის ინფორმირება მოხდება. აქ არ არის ინფორმაციის დამალვა, უბრალოდ ყველაფერს სჭირდება დრო. ეჭვებზე და ვარაუდებზე გამოძიება ვერ ისაუბრებს და ჩვენ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება მათ. გამოძიება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
უმრავლესობის წევრის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გაბრილე სალოსის ქუჩაზე ცატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი მინისტრები უნდა მიცვდნენ, რომლებმაც კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები უნდა გასცენ.
თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი საედი დუდაევია და არა ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევი, რომელიც 2010 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული სუხო დუდაევი იყო.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.