საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ევა გოცირიძის წარგზავნასთან დაკავშირებით წინადადება ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს.
28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის ვადა ლალი ფაფიაშვილს ეწურება. ის პარლამენტმა 2007 წელს აირჩია.
შეგახსენებთ, რომ ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მრჩევლის სტატუსით მუშაობს. მას საბჭოს წევრობის ვადა 19 ივნისს ამოეწურა, თუმცა სხდომაზე საბჭოს წევრებმა მას მრჩევლის სტატუსი მიანიჭეს.
ევა გოცირიძე გასულ წელს წარდგენილი იყო სტრასბურგის მოსამართლეობის 5 კანდიდატს შორისაც, თუმცა მაშინ კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არცერთი დამტკიცდა.