ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კუნძულ ბალიზე ვულკანი ამოქმედდა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე  ვულკანი ამოქმედდა. შემთხვევის გამო კუნძულზე განგაშის უმაღლესი – მეოთხე დონე გამოცხადდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა 10 კილომეტრამდე გაზარდა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას 40 ათასამდე ადამიანია გადაყვანილი. კრატერიდან ამოსული ფერფლი და კვამლი თითქმის 4 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ბალის საერთაშორისო აეროპორტი. გადაიდო 450-მდე რეისი, დაზარალებულ მგზავრთა რაოდენობა კი 60 ათასს აღწევს.

ვულკანმა ინდონეზიაში გასულ კვირას გაიღვიძა. სპეციალისტების შეფასებით, მისი ამოფრქვევა გარდაუვალია.

იტვირთბა....