ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაში საწვავი გაძვირდა. ფასის ცვლილება რიგ შემთხვევაში 10 თეთრს აღწევს. „სოკარ ჯორჯიას“ ქსელში გაძვირებულია ყველა სახის საწვავი, LPG თხევადი გაზის გარდა.
მაგალითად, ნანო პრემიუმის ფასი 8 თეთრით, 2.47 ლარამდეა მომატებული, ნანო ევრო რეგულარის ღირებულება კი 9 თეთრით, 2.23 ლარამდე გაიზარდა.
გაძვირებულია CNG ბუნებრივი აირიც და 1.44 ლარის ნაცვლად ახლა 1.52 ლარი ღირს.
„ვისოლის“ ქსელში ეკო დიზელის და ევრო დიზელის ფასი 2 თეთრით, დიზელ ენერჯის კი 2 თეთრით გაიზარდა.
„გალფის“ ქსელში გაზი 10 თეთრით გაძვირდა და 1.55 ლარი ღირს, 6 თეთრითაა მომატებული G-Force პრემიუმის, G-Force ევრო რეგულარის, ევრო რეგულარის, G-Force ევრო დიზელისა და ევრო დიზელის ფასი.
„ლუკოილის“ ქსელში ევრო დიზელის, ევრო რეგულარის, პრემიუმ ავანგარდისა და ევრო სუპერის ფასი 6 თეთრით გაიზარდა, სუპერ ecto 100-ის კი 2 თეთრით.
განახლებული ფასები უკვე ასახულია კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდზებზე.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.