ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ორ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მისი ინფორმაციით, ის ტერორისტები არიან აღბეჭდილი, რომლებმაც 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ გაქცევა მოახერხეს.
“ხელისუფლების გასაკეთებელი ჩვენ გავაკეთოთ: სავარაუდოდ, ამ ფოტოებზე ტერორისტები არიან აღბეჭდილი და ეს ფოტოები, მედიის ინფორმაციით, პოლიციელებმა შიდა ქსელით მიიღეს, მათ შორის, სასაზღვრო პუნქტებზე.
შესაძლოა, ეს პირები ქუჩაშიც თავისუფლად გადაადგილდებიან.
ფოტოების გასაჯაროვება მომეტებული საფრთხითა და საზოგადოების გაფრთხილების მიზნით ხდება”- წერს ჟურნალისტი.