ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობა უნდა გავამრტივოთ

“უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გროისმანის განცხადებით, უკრაინა გამოთქვამს დიალოგის დაწყების სურვილს ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

“შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით.

ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,” – განაცხადა გროისმანმა.

იტვირთბა....