უცნაური რადიოაქტიური ღრუბელი, რომელიც ევროპაში სექტემბერში დააფიქსირეს, დიდი ალბათობით, რუსეთიდან გავრცელდა. Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთში რადიოაქტივობამ დასაშვებ ნორმას 1000-ჯერ გადააჭარბა. ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციას რამდენიმე კვირის მანძილზე უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ, იძულებული გახდა, დაედასტურებინა.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რადიაციის დიდი ტალღებისა, ღრუბელი ადამიანებისთვის უსაფრთხოა.
ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, როგორ წარმოიშვა რადიაციული ღრუბელი.
იხილეთ ვიდეო: რუსეთში რადიოაქტივობამ დასაშვებ ნორმას 1000-ჯერ გადააჭარბა – რა ხდება ურალში?
თავდაპირველად რადიოაქტიურობის უჩვეულოდ მაღალი დონე 3 ოქტომბერს ავსტრიამ დააფიქსირა, ინფორმაცია მეორე დღეს დაადასტურა გერმანიამ. შემდეგი ორი კვირის მანძილზე აქტივობის დონე იზრდებოდა და მცირდებოდა, საბოლოოდ -0:26 კი გაქრა.
საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიოაქტიური იზოტოპების – რუტენიუმ 106-ის ღრუბელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ფრანგ მეცნიერებს გაუჭირდათ დადგენა, საიდან მოდიოდა ღრუბელი. საბოლოოდ, მათ გამოთვალეს, რომ სავარაუდოდ, რადიოაქტიური ტალღები რუსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა. ამავე დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი მეცნიერები.
ფრანგულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც წითელი ნიშნულებით აღნიშნულია ტერიტორია, საიდანაც ღრუბელმა დაიწყო გავრცელება. რუკის მიხედვით, ღრუბელმა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან დაბალი დონის დაბინძურება გამოიწვია.
საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლებას მოუხდა აღიარება, რომ ღრუბელი სათავეს მათი ქვეყნის ტერიტორიდან იღებს, ყაზახეთის საზღვართან ახლოს.
წყარო: “ambebi.ge”