თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძაშვილის, 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, რობერტ ახალაიას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო.