ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.
ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს, რომ განიხილონ დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა.

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძე იცავს ეროვნულ ღირებულებებს და არის ღირსეული კანდიდატი.

ამ ორგანიზაციებს შორის არიან: “განათლება და ზნეობა,””ქართული მარში,” ბიზნესასოციაცია “სოლიდარობა”
საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეა,””დემოგრაფიული საზოგადოება 21,”
“ქართული მისია,” ენა, მამული, საზოგადოება” და სხვები.

არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ დღესვე წარუდგინონ პარლამენტს სახალხო დამცველის თავიანთი კანდიდატურა.

დღესვე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას წარადგენენ.

საკითხზე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

უმრავლესობამ ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა 24 ნოემბერს აირჩია.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

 

იტვირთბა....