ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ისლამური სახელმწიფო” მასშტაბურ ტერაქტებს აანონსებს

ისლამური სახელმწიფო ახალი წლის დღესასწაულზე ევროპაში მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ISIS-მა საკუთარ მომხრეებს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდა.

შესაბამისი მოწოდებები დაჯგუფებამ ფოტომასალის საშუალებით გაავრცელა, რომლებზეც სანტა-კლაუსის გვერდით ISIS-ის მებრძოლია ასახული. კადრებს ახლავს წარწერა შინაარსით – “მალე თქვენს დღესასწაულებზე”.

ისლამური სახელმწიფოს მოწოდებები კიბერ-უსაფრთხოების ერთ-ერთმა სააგენტომ ინტერნეტ-მესენჯერებში აღმოაჩინა, რომლითაც ტერორისტები სარგებლობენ.

უწყების ცნობით, პროკლამაციების გავრცელება ISIS-მა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თავდასხმის მოწყობას ბერლინის ტერაქტის წლისთავზე ისევ საშობაო ბაზრობაზე აპირებდნენ.

იტვირთბა....