ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

26-27 ნოემბერს სამხრეთ ოსეთი ქართულ მხარესთან საზღვარს ჩაკეტავს

როგორც ცნობილი გახდა, 26-27 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ქართულ მხარესთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს.

საზღვრის ჩაკეტვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება. რაულ ხაჯინბას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი უმაპისნძლებს.

ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯინბა პირისპირ გამართავენ მოლაპარაკებებს, შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დაგეგმილია ე.წ. ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებაც.

რაულ ხაჯინბას ვიზიტი ოკუპირებულ ცხინვალში 2 დღე გაგრძელდება.

იტვირთბა....