ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია მიმდინარე წლის საქმიანობას აჯამებს

საია-ს 24-ე საერთო კრება “ქორთიარდ მერიოტში” მიმდინარეობს. ორგანიზაცია წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, 1/3-ით განახლდება საია-ს გამგეობა და გამგეობის 21 წევრიდან 7 ახალ წევრს აირჩევენ.

“დღევანდელი ანგარიში წარმოადგენს ინფორმაციას ორი ძირითადი მიმართულებით: ეს არის ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან მიმართებაში თითოეული მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით და მეორე, რას აკეთებდა საია და სად იდგა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ანგარიშში ადგილი ეთმობა, არის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელშიც საიამ მნიშვნელოვანი წლილი შეიტანა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის რეფორმა და თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. მნიშვნელოვანია მოსმენების თემა და ის რეფორმა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ამ რეფორმის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის პოზიციები არ იყო გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის გამოწვევები, რაც გრძელდება და რეფორმირებას საჭიროებს. ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საია-ს თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს წლის ბოლოს ახალი თავმჯდომარე შეცვლის. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, საია თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ირჩევს, ანა ნაცვლიშვილის თავმჯდომარეობის სამი წელი კი სწორედ წლის ბოლოს იწურება.

იტვირთბა....