აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე სასტუმრო “ლეოგრანდში” ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების შესახებ კომენტარს აკეთებს.
“მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით, წინასწარი მონაცემებით, კიბე რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო”, – აღნიშნა ნიკოლოზ სირაძემ.