სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა. როგორც ცნობილია, პატრიარქი გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ილია მეორემ ბათუმში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას, ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ამასთან შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელისგან“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფოტო: ნანუკა ქაჯაია