საერთაშორისო კონფერენციას “ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში” მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მასპინძლობს.
კონფერენციის მიზანია არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ უცხოელი ექსპერტები, საერთაშორი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიებას ესწრება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. “აუცილებელია, თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს კულტურული თუ სპორტული მიმართულებები ახალგაზრდებისთვის.”- აღნიშნა ჯაშმა.
ფოტო: ლიკა ქსოვრელი