ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ლეოგრანდს” ხარისხის ნიშანი არ ჰქონდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი ამბობს, რომ “ლეო გრანდს” ხარისხის ნიშანი არ ჰქონდა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ვადასტურებ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ლეოგრანდს“ არ მიანიჭა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია“, რომელსაც ჩვენ სარეკომენდაციო ხასიათით ვანიჭებთ ხოლმე სხვადასხვა სასტუმროებს. სასტუმროს ვებგვერდზე უწერია 2016 წელს მინიჭებული ამ სტატუსის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავამკაცრეთ რეგულაციები, 2017 წელს მას ეს სტატუსი აღარ მიუღია. სტატუსის განახლება ხდება ყოველწლიურად, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც კვების ან განთავსების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს. საბჭომ ჩათვალა, რომ 2017-2018 წლებისთვის, „ლეო გრანდი“ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. გვქონდა კონკერტული კითხვები“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სულხან ღლონტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკომენაციო ნიშანი არ ჰქონია, მას მაინც ჰქონდა ოპერირების უფლება, რადგან ეს სტატუსი მხოლოდ რეკომენაციის ხასიათის ხარისხის ნიშანია და არ აქვს საკანონმდებლო რეგულაციის ხასიათი.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 15-ზე მეტი.

იტვირთბა....