სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდი გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.