ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არანაირი ანაზღურება არ არსებობს სხვების დასაცავად სიცოცხლის დათმობისთვის”

ირაკლი კობახიძემ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, უმრავლესობის წევრებთან ერთად, მიუსამძიმრა. დეპუტატებმა ივანე გოლაშვილის გმირობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

“მან გმირობისა და თავდადების მაგალითი მოგვცა ყველას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მსხვერპლშეწირვა არ იქნება ამაო. ის ემსახურება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.არანაირი ანაზღურება არ არსებობს სხვების დასაცავად სიცოცხლის დათმობისთვის. ჩვენ მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ გმირებს”- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ივანე გოლაშვილს კვირას სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მოქმედი კანონმდებლობით მის ოჯახს ერთჯერადად 100000, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....