მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა. „თბილისის მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცი დიღმის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მომხდარის გამო „თბილისის მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ვერ ემსახურება “ვაგზლის მოედნიდან” „ახმეტელის თეატრამდე, მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ შესაბამისი მუხლი მოგვიანებით გახდება ცნობილი.