მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დაზუსტებით ვერ ვიტყვით მათ რა სურდათ-საქართველოში ტერაქტი, თუ სხვაგან მიდიოდნენ…”

ის, რომ ტერორისტები 24 საათის განმავლობაში იგერიებდნენ სპეცრაზმელების შეტევას, არ ნიშნავს იმას, რომ მათ დიდი შეიარაღება ჰქონდათ,- ამის შესახებ “მეტრონომთან” პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა:

“თუ ადამიანი პროფესიონალია, მცირე შეიარაღებითაც მოახერხებს შტურმის შეკავებას. შსს-ს მინისტრმა ახსენა, რომ ტერორისტებთან გვქონდა საქმე, ასევე სუს-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს ტერაქტი იყო. შესაბამისად, ვერსია, რომ შესაძლოა საქმე დანაშაულებრივ ჯგუფთან გვქონოდა, გამოირიცხა. ისინი ტერორისტები იყვნენ.

დაზუსტებით ვერ ვიტყვით მათ რა სურდათ-საქართველოში ტერაქტი, თუ სხვაგან მიდიოდნენ, რადგან ინფორმაცია მცირე გვაქვს. მე თუ მკითხავთ, ისინი საქართველოში ტერაქტის მოწყობას არ აპირებდნენ, რადგან არ ჩანს, რომ მათ ამგვარი შეიარაღება ჰქონდათ. ასევე, მათ საცხოვრებლად ისანი-სამგორის ტერიტორია აირჩიეს, საიდანაც ქვეყნის დატოვებას უფრო მარტივად შეძლებდნენ. შესაბამისად, უფრო სავარაუდოდ, ისინი სხვა ქვეყანაში გადადიოდნენ.”-განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი, არაოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახლემწიფოს” ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ათათურქის აეროპორტის აფეთქების ორგანიზატორი, აჰმედ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....