როგორც ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ბრიუსელში გამართულ სხდომაზე აღნიშნავს, “ევროპის სახალხო პარტიის” ლიდერები და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის მონაწილე ქვეყნები მიიღებენ დეკლარაციას, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის მომავალზე მეექვსე დეკლარაცია იქნება.
“დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციას მხოლოდ დოკუმენტის სახელი არ ექნება, ეს იქნება დეკლარაცია, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს, მას ხელს აწერს 34 ლიდერი.
რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ საჭიროა კომპრომისი, მიგრაციის, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების ფონზე ბრექსითიც დაემატა. საჭიროდ მიგვაჩნია კონსოლიდაცია ძლიერი კონკურენციის თვალსაზრისით. თუ ჩვენ ვიქნებით კონსოლიდირებულები პოლიტიკური კუთხითაც, რაც ჩვენი მეზობლების ინტერესშიცაა, უკეთ განვსაზღვრავთ, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები”, – აცხადებს იოჰანეს ჰანი.
დეკლარაციის ტექსტში კი ჩაიწერება, რომ ახალი მოდელის გათვალისწინებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტნიორები შესაძლოა, გაწევრიანდნენ ევროპის საბაჟო კავშირში, ენერგოკავშირში და შენგენის ზონაში.