თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, რესტორან “მაჭახელაში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე ისევ მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. რესტორნიდან სტუმრების ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ათამდე სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.