ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ მძევლად ხელში გადებისთვის, მცხეთაში ოთხი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხი პირი მცხეთაში დააკავა.

დაკავებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ. მათ ბრალი მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ. მძევლად აიყვანეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე მცხეთის შესასვლელში დააკავეს. პოლიციამ, ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლა.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

იტვირთბა....