ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გიორგობა აღნიშნეს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
თავდაცვის უწყების ცნობით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის ოქტომბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვაა.