როგორც ცნობილი გახდა, 19-20 ნოემბერს ცხინვალის ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა.
დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში ხატები და ტრაპეზი გაანადგურეს. ასევე შესაწირიდან გაიტაცეს თანხა.
ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.
ეკლესიის დარბევის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.