Sport ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე 23 წლამდელებს შორის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთში ჩატარდა, 23 წლამდელებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ოლიმპიური ტიტულის მქონე შმაგი ბოლქვაძემ, ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალენ მირზოიანი 2-0 დაამარცხა და ოქროს მედალს მოიპოვა.

გარდა შმაგი ბოლქვაძისა, ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. ბოლქვაძე კი 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

იტვირთბა....