ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, დაჭრილი სამი სპეცრაზმელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მაღალჩინოსანმა თბილისის რეფერალურ საავამდყოფოში დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა.
სოფრომაძის თქმით, დაჭრილიდან ორ სპეცრაზმელს კიდურების არეში მსუბუქი ჭრილობა აღენიშნებოდა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მოტეხილი აქვს წვივის ძვალი და ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ოპერაცია უტარდება.
”ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობები, ჩაუტარდათ პირველადი სამედიცნო დამხარება და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობას, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაცია მთავრდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.