ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სპეცოპერაციის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ”

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ამ თემაზე პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერმა და ძალოვანმა მინისტრებმა საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ. მისი თქმით, არსებობს ბევრი კითხვები, რომელზეც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა პასუხი უნდა გასცენ.

დეკანოიძის განცხადებით,  პასუხი უნდა გაეცეს კითხვას,  როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტები ქალაქის ცენტრში ისე, რომ ეს  დაზვერვის სამსაახურს გამოეპარა.

„არსებობს ბევრი კითხვა მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო, პირველ რიგში, რატომ არ მოხერხდა ადამიანების დროული ევაკუაცია, რომლებიც მოყვნენ ჯვარედინი სროლის ქვეშ. როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტები თბილისის ცენტრში ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა კრიმინალურ დაზვერვას.

როგორ მოხდა ისე რომ სუს-ის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის მხოლოდ მე-20 საათზე ადგენენ ტერორისტების ვინაობას. რატომ შეუშვეს პატარა ბავშვები საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში დილას და რატომ მოხერხდა მათი ევაკუაცია რამდენიმე საათის შემდეგ.

რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ გაიპარა ის სახელმწიფო კანცელარიიდან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ და დაემალა ჟურნალისტებს. რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა და არ მოუწოდა მოსახლეობას, რატომ ჰქონია ჩვენს ხელისუფლებას, რომ საზოგადოება კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....