ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია და გომელაური სპეცოპერაციის ადგილას მივიდნენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც წუხელ სპეცოპერაცია დაიწყო და კვლავაც გრძელდება, შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი გახარია და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მივიდნენ. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები უშუალოდ ადგილზე აკვირდებიან  და ეცნობიან სპეცოპერაციის მიმდინარეობას. შეგახსენებთ, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათია მიმდინარეობს.

სახლში გამაგრებულები არიან ტერორისტები, რომლებიც ქართულ სპეცსამსახურებს ინტენსიურ წინააღმდეგობას უწევენ. უცნობია მათი რაოდენობა და შეიარაღება. სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთი ქართველი სპეცრაზმელი დაიჭრა. მას ინგოროყვას კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სპეცოპერაციის ადგილზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა კვლავ ისმის.

იტვირთბა....