ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არცერთი მძღოლი სამუშაო ადგილს არ დატოვებს”

„არცერთი მძღოლი არ დატოვებს სამუშაო ადგილს“-ამის შესახებ განცხადება „ინფო რუსთავთან“ საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ გააკეთა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები ე.წ ყვითელ მიკროავტობუსებზე მომუშავე მძღოლებსა და კომპანია „ინტერტრანს“ შორის ხვალიდან ისევ განახლდება, მანამდე კი მძღოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

რეისები რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით დღეს დილიდან შეწყვეტილი იყო. მიზეზი ყოველდღიურ გეგმიურ გადასახადს უკავშირდებოდა.

მძღოლები ზაფხულის ტარიფის შენარჩუნებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოიმატა ბენზინის ფასმა და ყოველდღიური გეგმის გადახდა უჭირთ,

კომპანია „ინტერტრანსში“კი აცხადებენ, რომ ზაფხულში ყოველდღიურმა გადასახადმა , მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, იკლო. ახლა კი გეგმიური თანხა კვლავ ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს.

წყარო: “ინფო რუსთავი”

 

იტვირთბა....