ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მეჩეთში ლოცვის დროს: თვითმკვლელის აფეთქებამ 50 ადამიანი იმსხვერპლა

სულ მცირე 50 ადამიანია მოკლული თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ ნიგერიის შტატ ადამავაში, იტყობინება პოლიცია.

თვითმკვლელმა ბომბი ქალაქ მუბიში მეჩეთის შიგნით დილის ლოცვების დროს ააფეთქა.

როგორც თვითმხილველმა აბუბაქარ სულემ ახალი ამბების სააგენტო AFP-ს უთხრა, ჩანდა, რომ ბომბის ამფეთქებელი მრევლის ნაწილი იყო.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, მაგრამ როგორც BBC იუწყება, ჩრდილოეთ ნიგერიაში ხალხმრავალ ადგილებში აფეთქებების მოწყობით ისლამისტი მებრძოლების დაჯგუფება „ბოკო ჰარამია“ დაკავებული.

„ბოკო ჰარამის“ რვაწლიანი ამბოხების განმავლობაში დაახლოებით 20 000 ადამიანია მოკლული.

BBC-ის ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ბოლო პერიოდში, სამხედროების მიერ ამბოხებულების უწინ გაკონტროლებული ტერიტორიების ხელახლა ხელში ჩაგდების შემდეგ, ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში გადაინაცვლა და იქ ახორციელებს აფეთქებებს.

guardian.ge

იტვირთბა....