ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, იმისათვის რომ რუსმა ერმა თავისუფლად ამოისუნთქოს, კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაასვენონ.
მისი აზრით, საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და სტალინი სამშობლოში უნდა გადაასვენონ. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომელიც კადიროვის ინტერვიუს აქვეყნებს.
„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ.
ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს“,-ამბობს კადიროვი.