დედაქალაქის მერია და კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას – “მეტი უსაფრთხოებისთვის” იწყებს.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ტექნიკური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციაზე, დედაქალაქის მასშტაბით CO-თი გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის შესახებ ბოლო სამი წლის სტატისტიკას წარადგენენ და ამ მიმართულებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ ისაუბრებენ.