სირიის დედაქალაქში მდებარე რუსეთის საელჩო დაბომბეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შენობის გარეთა ნაწილს 122 მილიმეტრიანი ნაღმი მოხვდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საელჩოს ცნობით, დაზიანებულია შენობის ერთ-ერთი კედელი. ასევე ელექტროგადამცემი ბოძი და წყალმომარაგების სისტემა.
საგარეო უწყების ცნობით, საელჩოს “ტერორისტების პოზიციებიდან” ესროლეს. დამასკოში რუსეთის საელჩოზე ტავდასხმა 2 აგვისტოსაც მოხდა.