სერგო თეთრაძის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა.
გლდანის ციხის ყოფილმა პატიმარმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლემა და გლდანის მე-8 დაწესებულების ექიმმა თეთრაძისა და მასთან ერთად დაკავებული დავით ლონდარიძის წამების დეტალებზე მისცეს ჩვენება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული მეგის ქარდავას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მიზეზი უკრაინაში მისი დაკავება და ექსტრადირების პროცედურებია.
შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.