ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივები გომის მთაზე ხანძარს აქრობენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარს შსს-ის მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და ადგილობრივი მცხოვრებლები აქრობენ.

სახანძრო მანქანებს ცეცხლის კერამდე მისვლა უჭირთ.

ცეცხლი ტყის მასივთან ახლოს გაჩნდა, თუმცა ფართობი ჯერჯერობით უცნობია და სავარაუდოდ გათენებამდე მონაცემებს ვერ დაადგენენ.

იტვირთბა....