ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში მუსლიმებს ლოცვა აეკრძალებათ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია “ხელს შეუშლის” იმ მუსლიმს, ვინც საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ილოცებს.

“ქუჩაში ლოცვები აღარ იქნება” – განაცხადა ჟერარ კოლონმა. მისი თქმით, მორწმუნეებს ლოცვისთვის სპეციალური ადგილი ჰქონდათ.

მედიის ცნობით, მინისტრი  10 ნოემბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც პარიზის გარეუბანში 100-მდე ფრანგი პოლიტიკოსი მუსლიმების საჯარო ლოცვის  წინააღმდეგ გამოვიდა.

დღესდღეობით, საფრანგეთში 5 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს.

იტვირთბა....