ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული არხების ყურებადობა მკვეთრად შემცირდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სატელევიზიო არხების ყურებადობა შემცირდა. კომისიის ცნობით, 2017 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთა შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37 %-ით.

ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23 %-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა 26.67 %-ით გაიაზარდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, თითქმის 10 %-ით შემცირდა ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე, ხოლო უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი 34,5 %-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....