მწერალმა და კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა ახსნა თუ რატომ დაუბრუნა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო. მისი თქმით, პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.
„სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა არის ჩაგრულთა გვერდში დგომა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდით დადგომა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლო „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი“, – აცხადებს ნაიარა გელაშვილი.
„ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება კავკასიურმა სახლმა რამდენიმე წლის წინ მიიღო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერისთვის.