ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.
როგორც მეზობლები ამბობენ, გარდაცვლილის ახლობლებმა ჩაკეტილი ბინის გაღება სამაშველო-სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რის შემდეგაც ცხედარი იპოვეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.