პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმედოვნებს, რომ ლარის გაუფასურების გამო, რყევები დრამატული არ იქნება, თუმცა ის აღნიშნავს წამლების გაძვირების გამო საზოგადოების შეშფოთებას.
“რა თქმა უნდა ეს საგანგაშოა” – ამბობს ზოიძე და ამატებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასებმა 15%-ით მოიმატა და ეს შემაშფოთებელია.
“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასების ზრდა და ამიტომაც ვუყურებთ შეშფოთებული კურსის ტაბლოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რყევები არ იქნება დრამატული. ეროვნულ ბანკს თუ კომპეტენცია გააჩნია, პირველ რიგში, ეს არის ინფლაციის მიმართულებით და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ კურსის ცვლილება არ დაეტყოს ფასების გრძელვადიან ცვლილებას. ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ახსნა-განმარტებები, ინფლაციასთან მიმართებაში. კურსთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის მცურავი და ჩვენი მცირე ეკონომიკიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ფასებზე დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, რაც აქვს ეროვნულ ბანკს” – განაცხადა ზოიძემ.