ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა 28 000 კუბამეტრი შეშით მოამარაგეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ინიციატივა, რომელიც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაიწყო, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ხელშემწყობი კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. მომდევნო წლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების გარდა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც მოამარაგებს საშეშე მერქნით.
სააგენტო ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებისა და ქვეყანაში ალტერნატიული სათბობი რესურსის დანერგვის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც მუშაობს.