ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ევროვიზიასთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება

შსს-ს ცნობით, საბავშვო ევროვიზიასთან დაკავშირებით თბილისში საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

“საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....