დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა განაცხადებით დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს გამოუყოფს.
“ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად დემოკრატიებად იქცნენ. ჩვენ დავეხმარებით ორივე ქვეყნის ბიზნესს, რათა მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენება უკეთ შეძლონ. ეს საუკეთესო გზაა, რათა საქართველო და უკრაინა ევროპას დაუახლოვდეს. ამის მისაღწევად ისინი ფინანსურად ძლიერები უნდა გახდნენ”, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამინისტრომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა დაამტკიცა. ახალი პოლიტიკის თანახმად, დანია საქართველოსა და უკრაინისთვის 2017-2021 წლებში 860 მილიონი კრონის გამოუყოფს.