ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი: განსახილველი კანონპროექტი 21 წლამდე პირების აზარტული თამაშებისგან ჩამოცილებას გულისხმობს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრი შეიქმნება, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

“ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად წარდგენილი ითვალისწინებს პირველ რიგში იმას, რომ არასრულწლოვნები, სტუდენტები, მათ შორის 21 წლამდე პირები სრულად იყვნენ ჩამოცილებულები აზარტულ თამაშებს და ამისთვის შემოდის არაერთი რეგულაცია, რომ ეს ეფექტურად განხორციელდეს და ეს რეალურ ცხოვრებაში დავინახოთ. გარდა ამისა, შემოდის დამოკიდებულ პირთა სია, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი, მისი ოჯახის წევრი, როდესაც აცნობიერებს, რომ ზიანის მომტანია აზრატულ თამაშებში მონაწილეობა მისთვის, მისი ოჯახისთვის, ძალიან მარტივად, დროის მოკლე პერიოდში შესაძლებელია, რომ მოხვდეს აღნიშნულ რეესტრში. ამის გამარტივება თუ კიდევ უფრო მეტად შესაძლებელია, ჩვენ ამას მივესალმებით. პირი შესაძლებელია ამ სიაში მოხვდეს და ამის შემდეგ მას აკრძალული ექნება ყველა ტიპის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება”, – აღნიშნა ხუციშვილმა.

იტვირთბა....