ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი: ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა

ნატოს “ღია კარის პოლიტიკაზე” ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა.

მის შესახებ “ukrinform” იუწყება.

“ნატო-ს კარი ღიაა და ამის საუკეთესო დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ცივი ომის დასრულებიდან ალიანსის წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ალიანსს მონტენეგრო შეუერთდა”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ში გასაწევრიანებლად სახელმწიფო გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

“საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული: თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები მათ ამ პროცესში ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, ალიანსის 29 წევრი გადაწყვეტს, მივიღოთ თუ არა ახალი წევრი ჩვენს რიგებში. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს ან ვეტო დაადოს. ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას გაფართოება”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იტვირთბა....