ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი აფეთქდა

თელავის რაიონში, სოფელ ლაფანყურში ავტომობილი აფეთქდა.

ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა, შემდეგ კი ავტომობილი აფეთქდა.

ავტომობილს რუსეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.

რაც შეეხება მგზავრს, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში იყო. პაციენტი უკვე სახლში გაწერეს.

საქმეზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....