დღეს, “ვარდების მოედნიდან” ახვლედიანის ქუჩამდე მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი “ვარდების მოედანზე” დაგეგმილი ყველის ფესტივალია.
როგორც ცნობილია, ყველის ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრება.